Wednesday, November 15, 2017
Wednesday, November 1, 2017
Tuesday, October 3, 2017
Saturday, September 30, 2017
მათემატიკის წრის მისია კონცეფცია
მათემატიკის წრის მისია
მათემატიკის
წრის მისიას წარმოადგენს ვიზუალურ - სივრცითი ინტელექტის მქონე და მათემატიკით დაინტერესებული
მოსწავლეების ნიჭის განვითარება და მათში ლოგიკურ და სივრცით აზროვნებასთან დაკავშირებული
საკითხების სიღრმისეული წვდომა, შემოქმედებითი უნარების გაფართოება.
კონცეფცია
წრის მუშაობა
ემსახურება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით შეძენას,
მოსწავლეების თავისუფალ და შემოქმედებით აზროვნებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას,
გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას.
Thursday, September 21, 2017
სსიპ ნავაზის საჯარო
სკოლის მათემატიკის წრის
ს ა მ უ შ ა ო პ რ ო გ რ ა მ ა
სამიზნე სკოლა-სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის
საჯარო სკოლა
პროგრამის მიმდინარეობის ლოკაცია - სსიპ ნავაზის
საჯარო სკოლა
პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგი: ლალი ლალაშვილი
პირადი N 31001014890, ტელ.:577626515.
პროგრამის სახელწოდება:მათემატიკის წრე
წრის მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა:
მოსწავლეთა
დაინტერესება სახალისო მათემატიკით, პრაქტიკული
სამუშაოებით, ლოგიკური ამოცანებით. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზოგად
განვითარებას.
მიმართულება:
ინტელექტუალური
სამიზნე ჯგუფი: მესამე და მეოთხე კლასის ვიზუალურ-სივრცითი
ინტელექტის მქონე და მათემატიკით დაინტერესებული
მოსწავლეები
წრის მუშაობის ხანგრძლივობა:ერთი სემესტრი
მეცადინეობების ხანგრძლივობა: 90 წუთი
განხორციელების სავარაუდო ვადები:
22.09.2017-28.12.2017
მიზანი:ლოგიკური და სივრცითი აზროვნების განვითარება
დაწყებითი კლასების მოსწავლეებში.
შედეგები: სხვადასხვა უნარ-ჩვევების განმტკიცებით (დაკვირვების,
ანალიზის და ა. შ), ლოგიკური და სივრცითი აზროვნების გაფართოებით მოსწავლე ადვილად
შეძლებს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას.
ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით განავრცობს მოცემული მარტივი
შესაბამისობის ფრაგმენტს, მოცემული შესაბამისობის მიხედვით აგებს ცხრილს, აკეთებს სქემას,
აგებს დიაგრამას, ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის პოულობს მითითებული
ელემენტის წინარეს.
ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში,
ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში.
მოსწავლე შეძლებს სივრცითი ფიგურების მოდელების შექმნას, ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის
მიხედვით ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას. თანამკვეთი ფიგურების გამოსახულებაზე
უთითებს მოსაზღვრე-არამოსაზღვრე წახნაგებს, თანამკვეთ-არათანამკვეთ წიბოებს. სივრცული
გეომეტრიული ფიგურების მოდელებისგან ქმნის მითითებულ კონფიგურაციას.
მეთოდოლოგია:
ინდივიდუალური წყვილებში და ჯგუფური მუშაობა, ფიზიკური აქტივობები: 2-3 წუთიანი შესვენებები
საწრეო მუშაობის შუალედებში.
კურსის მოკლე აღწერილობა:ხუთი შეხვედრა დაეთმობა ლოგიკური
აზროვნების განვითარებას, ათი შეხვედრა სივრცით ფიგურებზე მუშაობას. მოეწყობა მოსწავლეების
მიერ დამზადებული სივრცითი ფიგურების მაკეტების გამოფენა
თემატური
გეგმა თან ერთვის.
სამუშაო რეჟიმი: ყოველ პარასკევს 15.00 საათზე ორი აკადემიური საათი შესვენება 10 წუთი
რესურსები: ინტერნეტ რესურსი: www.aura.ge, ხანის აკადემია
და სხვა, სასწავლო
ნივთები: მუყაო, ფერადი ქაღალდი, წებო, ფაქრები სახაზავები, ცარცი, დაფა.
ლიტერატურა: სახალისო მათემატიკა,
ლოგიკური ამოცანები ანთოლოგია გამომცემლობა ,,სატურნი,, ანზორ შავგულიძის
,,ხაზვის კურსი,, ელექტრონული წიგნები
აღჭურვილობა: სკოლაში არსებული
რესურსი: კომპიუტერის
ლაბორატორია, დაფა,
ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი.
თემატური გეგმა:
22.09.2017.
პაზლებით მუშაობა,სახალისო ამოცანები
29.09. ლოგიკური
ამოცანები,მათი ამოხსნის მეთოდები
06.10. ლოგიკური
ამოცანების ამოხსნა სქემების და დიაგრამების შედგენით
13.10. ლოგიკური
ამოცანების ამოხსნა ცხრილების შედგენით
20.10. მხიარული
შეჯიბრი ორ გუნდს შორის.ამოცანების ინსცენირებებით
27.10. სივრცითი
გეომეტრიული ფიგურები და მათი ელემენტები
03.11. სივრცითი
ფიგურების სიბრტყეზე გამოსახვა.
10.11. სივრცითი
ფიგურების სიბრტყეზე გამოსახვა.
17.11. მარტივი სივრცითი
გეომეტრიული ფიგურებით რთული კონფიგურაციის ფიგურის აგება
24.11. სივრცითი
ფიგურის შევსება
01.12. მარტივი,სწორხაზოვანი
ფიგურის შლილის დამზადება
08.12. შესაბამისობის
დადგენა სივრცით ფიგურასა და მის შლილს შორის
15.12. მარტივი,სწორხაზოვანი
ფიგურის მაკეტის დამზადება.
22.12. მარტივი,სწორხაზოვანი
ფიგურის მაკეტის დამზადება
28.12. მოსწავლეთა
ნამუშევრების გამოფენა.წრის მუშაობის შეჯამება.მოსწავლეების დაჯილდოება.
Saturday, April 8, 2017
რეფლექსია
გავლილმა ტრენინგმა შემიცვალა დამოკიდებულება პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიმართ.დავრწმუნდი,რომ პროექტით სწავლება უფრო სახალისო და მიმზიდველია,რაც,თავისთავად,ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,უფრო მეტად ცდილობენ ისინი სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი,გაუზიარონ მიღებული ცოდნა მეგობრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.ამავე დროს,პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას,ეჩვევიან პასუხისმგებლობას სამუშაო ჯგუფის წინაშე და გამოიმუშავებს უნარ-ჩვევებს,რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება.
Sunday, March 19, 2017
Sunday, March 5, 2017
მიმართულებისმიმცემი საკვანძო კითხვები
კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,მიიღონ სრულყოფილი ცოდნა საკვანძო საკითხებზე ,სისტემაში მოიყვანონ მოპოვებული ინფორმაცია მოახდინონ მისი ანალიზი და წარმოდგენა სხვადასხვა გზით. მიმართულების მიმცემი კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ეს კითხვები მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
Sunday, February 26, 2017
რატომ არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანი?
პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს ხდება საკითხის სიღრმისეული წვდომა,უმჯობესდემა კომუნიკაციის უნარი,იზრდება მოსწავლის მოტივაცია-ცოდნის საფუძველზე შექმნას პროდუქტი,რომელსაც მეგობრებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაუზიარებს,პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლე იყენებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და კვლევის შედეგებს,ეჩვევა სასუხისმგებლობას და გამოიმუშავებს კომპლექსურ უნარ-ჩვევებს.პროექტზე მუშაობის დროს ყველა მოსწავლე აქტიური და ხალისიანია.
Subscribe to:
Posts (Atom)