Saturday, September 30, 2017

მათემატიკის წრის მისია კონცეფცია



მათემატიკის წრის მისია

         მათემატიკის წრის მისიას წარმოადგენს ვიზუალურ - სივრცითი ინტელექტის მქონე და მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეების ნიჭის განვითარება და მათში ლოგიკურ და სივრცით აზროვნებასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეული წვდომა, შემოქმედებითი უნარების გაფართოება.

კონცეფცია


      წრის მუშაობა ემსახურება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით შეძენას, მოსწავლეების თავისუფალ და შემოქმედებით აზროვნებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას.

Thursday, September 21, 2017

სსიპ ნავაზის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის
ს ა მ უ შ ა ო    პ

სამიზნე სკოლა-სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლა
პროგრამის მიმდინარეობის ლოკაცია - სსიპ ნავაზის საჯარო სკოლა
პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგი: ლალი ლალაშვილი
პირადი N 31001014890, ტელ.:577626515.
ელ-ფოსტა: Lalilalashvili@gmail.com
პროგრამის სახელწოდება:მათემატიკის წრე
წრის მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა:
       მოსწავლეთა დაინტერესება სახალისო  მათემატიკით, პრაქტიკული სამუშაოებით, ლოგიკური ამოცანებით. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზოგად განვითარებას.
მიმართულება:  ინტელექტუალური
სამიზნე ჯგუფი: მესამე და მეოთხე კლასის ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტის მქონე  და მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეები
წრის მუშაობის ხანგრძლივობა:ერთი სემესტრი
მეცადინეობების ხანგრძლივობა:  90 წუთი
განხორციელების სავარაუდო ვადები: 22.09.2017-28.12.2017
მიზანი:ლოგიკური და სივრცითი აზროვნების განვითარება დაწყებითი კლასების     მოსწავლეებში.
შედეგები: სხვადასხვა უნარ-ჩვევების განმტკიცებით (დაკვირვების, ანალიზის და ა. შ), ლოგიკური და სივრცითი აზროვნების გაფართოებით მოსწავლე ადვილად შეძლებს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას.
             ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით განავრცობს მოცემული მარტივი შესაბამისობის ფრაგმენტს, მოცემული შესაბამისობის მიხედვით აგებს ცხრილს, აკეთებს სქემას, აგებს დიაგრამას, ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის პოულობს მითითებული ელემენტის წინარეს.
            ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში, ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში. მოსწავლე შეძლებს სივრცითი ფიგურების მოდელების შექმნას, ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას. თანამკვეთი ფიგურების გამოსახულებაზე უთითებს მოსაზღვრე-არამოსაზღვრე წახნაგებს, თანამკვეთ-არათანამკვეთ წიბოებს. სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელებისგან ქმნის მითითებულ კონფიგურაციას.
 მეთოდოლოგია: ინდივიდუალური წყვილებში და ჯგუფური მუშაობა, ფიზიკური აქტივობები: 2-3 წუთიანი შესვენებები საწრეო მუშაობის შუალედებში.
კურსის მოკლე აღწერილობა:ხუთი შეხვედრა დაეთმობა ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ათი შეხვედრა სივრცით ფიგურებზე მუშაობას. მოეწყობა მოსწავლეების მიერ დამზადებული სივრცითი ფიგურების მაკეტების გამოფენა
           თემატური გეგმა თან ერთვის.
სამუშაო რეჟიმი: ყოველ პარასკევს 15.00 საათზე  ორი აკადემიური საათი შესვენება 10 წუთი
რესურსები: ინტერნეტ რესურსი: www.aura.ge, ხანის აკადემია და სხვა, სასწავლო ნივთები: მუყაო, ფერადი ქაღალდი, წებო, ფაქრები სახაზავები, ცარცი, დაფა.
ლიტერატურა: სახალისო მათემატიკა, ლოგიკური ამოცანები ანთოლოგია გამომცემლობა ,,სატურნი,, ანზორ შავგულიძის ,,ხაზვის კურსი,, ელექტრონული წიგნები
აღჭურვილობა: სკოლაში არსებული რესურსი: კომპიუტერის ლაბორატორია, დაფა, ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი.





თემატური გეგმა:
22.09.2017.  პაზლებით მუშაობა,სახალისო ამოცანები
29.09.  ლოგიკური ამოცანები,მათი ამოხსნის მეთოდები
06.10.   ლოგიკური ამოცანების ამოხსნა სქემების და დიაგრამების შედგენით
13.10.   ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ცხრილების შედგენით
20.10.    მხიარული შეჯიბრი ორ გუნდს შორის.ამოცანების ინსცენირებებით
27.10.   სივრცითი გეომეტრიული ფიგურები და მათი ელემენტები
03.11.   სივრცითი ფიგურების სიბრტყეზე გამოსახვა.
10.11.   სივრცითი ფიგურების სიბრტყეზე გამოსახვა.
17.11.   მარტივი სივრცითი გეომეტრიული ფიგურებით რთული კონფიგურაციის ფიგურის აგება
24.11.   სივრცითი ფიგურის შევსება
01.12.   მარტივი,სწორხაზოვანი ფიგურის შლილის დამზადება
08.12.   შესაბამისობის დადგენა სივრცით ფიგურასა და მის შლილს შორის
15.12.   მარტივი,სწორხაზოვანი ფიგურის მაკეტის დამზადება.
22.12.    მარტივი,სწორხაზოვანი ფიგურის მაკეტის დამზადება
28.12.   მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.წრის მუშაობის შეჯამება.მოსწავლეების დაჯილდოება.


Saturday, April 8, 2017

რეფლექსია

               

                    გავლილმა ტრენინგმა შემიცვალა დამოკიდებულება პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიმართ.დავრწმუნდი,რომ პროექტით სწავლება უფრო სახალისო და მიმზიდველია,რაც,თავისთავად,ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,უფრო მეტად ცდილობენ ისინი  სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი,გაუზიარონ მიღებული ცოდნა მეგობრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.ამავე დროს,პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას,ეჩვევიან პასუხისმგებლობას სამუშაო ჯგუფის წინაშე  და გამოიმუშავებს უნარ-ჩვევებს,რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება.

პორტფოლიო